რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს" – NATO უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს

REUTERS/Stoyan Nenov

NATO-ს მოკავშირეების საერთო განცხადების მიხედვით, ალიანსი გეგმავს გააძლიეროს უკრაინის დახმარება მძიმე ზამთარში, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულმა დაზიანებამ გამოიწვია.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ზამთარს "ომის იარაღად" იყენებს.

NATO-ს სამხედრო ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა იპოვონ გზები, თუ როგორ დაეხმარონ კიევის არმიასა და შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე. 

რუსეთი აღიარებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მაგრამ უარყოფს, რომ განზრახ ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას.

შეხვედრაზე მინისტრები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის გაზრდის დახმარებაზე გაამახვილებენ ყურადღებას. ისინი ასევე განიხილავენ არასამხედრო დახმარებას, მათ შორის საწვავს, სამედიცინო მარაგსა და ზამთრის აღჭურვილობას. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა თანამოქალაქეები, რომ რუსეთის ახალი თავდასხმები ამ კვირაში, ისეთივე ცუდი შეიძლება იყოს, როგორც გასულ კვირას და მილიონობით ადამიანი დატოვოს სითბოს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.

კომენტარები