რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუს ტერორისტებს სანამ რაკეტები ექნებათ, არ გაჩერდებიან

ჩვენ ვხვდებით, რომ ტერორისტები ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან და სანამ რაკეტები ექნებათ, არ გაჩერდებიან. 

თუმცა, ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებზე, იმ ოჯახებზე, რომლებმაც ომში სახლები და ნათესავები დაკარგეს - ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია. 

მომავალი კვირა შესაძლოა ისეთივე რთული იყოს, როგორც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ამისთვის ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის, პარტნიორებთან ერთად. 

ჩვენი ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ასე რომ, გთხოვთ, არ მიატოვოთ ისინი, რომელთა დახმარებაც შეგიძლიათ. 

ერთად ყოფნითა და თანადგომით ომის ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით: რუსეთის მცდელობას, გამოიყენოს ყინვა ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავდაცვა გავაძლიეროთ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთმა ამ ტერორისტული ომისთვის პასუხი აგოს. 

ერთად ყველაფერს გავუძლებთ.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები