2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

მასკი საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარ კონკურენტს, რესპუბლიკელ დესანტისს უჭერს მხარს

MARKETWATCH PHOTO ILLUSTRATION

მილიარდერის, Twitter-ის მფლობელის ილონ მასკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფლორიდის გუბერნატორი 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის, იგი რონ დესანტისის დაუჭერს მხარს. რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ამომრჩეველში დესანტისის რეიტინგი.

გასულ კვირას მასკმა 2021 წლის დაბლოკვის შემდეგ ტრამპის Twitter-ის ანგარიში აღადგინა. ტრამპმა მის გამოყენებაზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, მისივე სოციალური მედიის პლატფორმა - Truth "უკეთ გამოიყურება და უკეთესად მუშაობს". მასკისთვის ტრამპის პოზიცია მისაღებია.

 “მთავარია, რომ Twitter-მა თავისივე შეცდომა გამოასწორა და უსამართლოდ გაუქმებული ანგარიში აღადგინა” - ამბობს მასკი. 

აშშ-ში მომდევნო არჩევნებში კანდიდატებს შორის დაძაბულ კონკურენციას მოელიან. 

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

"რათა ამერიკა კვლავ დიდი და დიდებული გავხადოთ, ამ ღამეს მე შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე ჩემს კანდიდატურას ვაცხადებ". – თქვა ტრამპმა ფლორიდაში სიტყვით გამოსვლის დროს. 

ტრამპის თქმით, ის 2024 წლის არჩევნებისთვის ისე იბრძოლებს, როგორც ეს აქამდე არავის გაუკეთებია.

გასათვალისწინებელია, რომ შუალედურ არჩევნებში ტრამპის კანდიდატთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ, მარცხი განიცადა. რაც, ექსპერტთა შეფასებით, მანიშნებელია იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში გავლენას კარგავს. 

ამის პარალელურად კი ფლორიდის გუბერნატორმა და, დიდი ალბათობით, 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტმა, თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა

კომენტარები