აშშ-ს არჩევნები

კანიე უესტის თქმით, ტრამპს ვიცეპრეზიდენტობა შესთავაზა

Pool/Getty Images

Ye, კანიე უესტის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მასთან ერთად კენჭისყრა შესთავაზა

რეპერმა ხუთშაბათს Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც აღნიშნა, რომ ტრამპთან ბოლო შეხვედრაზე, ყოფილ პრეზიდენტს ვიცეპრეზიდენტობა შესთავაზა. 

"Ye24" - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში, რაც მანიშნებელია, რომ უესტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. 

"ვფიქრობ, ტრამპი ყველაზე მეტად აღელდა მაშინ, როდესაც ჩემი ვიცეპრეზიდენტად ყოფნა ვთხოვე". - ამბობს რეპერი. 

უესტის თქმით, ტრამპი შეხვედრის დროს მას უყვიროდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აუცილებლად დამარცხდებოდა. 

"მოითმინე, მოითმინე, ტრამპ, შენ ელაპარაკები Ye-ს". - თქვა რეპერმა ვიდეოში. 

უესტი პრეზიდენტის პოსტზე კენჭს მეორედ იყრის. პირველად რეპერმა მონაწილეობა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო. რეპერისთვის ხმის მიცემა მხოლოდ 12 შტატში იყო შესაძლებელი. უესტმა 60 000 ხმა მიიღო და არჩევნები მე-7 ადგილზე დაასრულა.

ვიდეოში უესტი, ასევე, აღნიშნავს, რომ იგი აუცილებლად შეიწყალებს კაპიტოლიუმზე თავდამსხმელებს. მისი თქმით, ტრამპს 2021 წლის 6 იანვარს უნდა გაეთავისუფლებინა პატიმრები, როდესაც მას ეს "შანსი ჰქონდა". 

შუალედურ არჩევნებში ტრამპის კანდიდატთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ, მარცხი განიცადა. 

კომენტარები