ავარია

თბილისში ავარიას გლოვოს კურიერი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას გლოვოს კურიერი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ, 23 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დღეს, 24 ნოემბერს გარდაიცვალა. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, ის გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები