რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: რაკეტები ყველას ეყოფა – მტრებს ჩვენი შესაძლებლობების ამოწურვის იმედი ამაოდ აქვთ

Dmitry Medvedev / Telegram

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთის "მტრებს" მათი შესაძლებლობების ამოწურვის იმედი ამაოდ აქვთ და იმუქრება, რომ "რაკეტები ყველას ეყოფა". მედვედევი Telegram-პოსტს თან ურთავს ვიდეოსაც, რომელშიც, მისი ცნობით, მაღალი სიზუსტის იარაღის საწარმოს ათვალიერებენ.

"რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდების გაზრდა სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულება "რეგიონში" გამართული ვიზიტის დროს განიხილეს.

მტრები აგრძელებენ ჩვენი გაშვებებისა და მარაგების გულდასმით "გამოთვლას". ჩვენი შესაძლებლობების ამოწურვის იმედი ამაოდ აქვთ. გაგრძელება იქნება – [რაკეტები] ყველას ეყოფა". – წერს მედვედევი.

კომენტარები