რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების გამო მოლდოვის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო იერიშების შემდეგ მოლდოვის ტერიტორიის ნახევარს ელექტროენერგია შეუწყდა. ინფორმაციას  მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

"ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რეჟიმს, რომელიც სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ხალხები გაჭირვებაში და დამცირებული ამყოფოს. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვას მომავალი გზა თავისუფალი სამყაროს მიმართულებით უნდა იყოს". – წერს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

მოლდოვის ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მიწოდება უკვე აღდგა დედაქალაქ კიშინოვში.

უკრაინაში რუსეთის თავდასხმების გამო მოლდოვაში ელექტროენერგიის მიწოდება გასულ კვირსაც შეფერხდა, თანამდებობის პირების თქმით, მიწოდების შეწყვეტის რისკი მუდმივად არსებობს.

კომენტარები