სეზონური გრიპები

გრიპზე ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 1 დეკემბრამდე იქნება უფასო

Getty Images

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, ყველა მსურველისთვის 1 დეკემბრამდე იქნება უფასო.

უწყების ინფორმაციით, ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვირუსები, რომლებიც ქვეყანაში ახლა ცირკულირებს, არის ვირუსები, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებდა, - "განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის". - ამბობს თამარ გაბუნია.

კომენტარები