ჯანდაცვის სამინისტრო

გაბუნია: ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულირებს, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა

კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის.

ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება.

თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა ტიპის ვირუსია ცირკულაციაში. ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

კომენტარები