ილონ მასკი

ილონ მასკმა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიში აღადგინა

ილონ მასკი და დონალდ ტრამპი, თეთრი სახლი, 2017 წელი.
CNBC

"ტრამპის ანგარიში აღდგება". - თქვა Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა. მანამდე მან პლატფორმაზე გამოკითხვა ჩაატარა, სადაც 15 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 51.8%-მა ტრამპის Twitter-ზე დაბრუნებას დაუჭირა მხარი.

"ხალხის გადაწყვეტილება ნათელია. ტრამპის ანგარიში აღდგება. ხმა ხალხისა, ხმა ღვთისა". - წერს Twitter-ზე მასკი. 

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, Twitter-ზე დაბრუნებას არ აპირებს. მან ილონ მასკს ოქტომბერში პლატფორმის აღმასრულებელ დირექტორად გახდომა მიულოცა, თუმცა აღნიშნა, რომ დაბრუნების აზრს ვერ ხედავდა. მისი თქმით, მისივე სოციალური მედიის პლატფორმა - Truth "უკეთ გამოიყურება და უკეთესად მუშაობს". 

"ახლავე მიეცით ხმა ჩემს დაბრუნდებას, მაგრამ არ ინერვიულოთ, არსად არ მივდივართ. Truth Social განსაკუთრებულია!". - წერდა იგი თავისივე პლატფორმაზე.

2021 წლის 6 იანვრიდან, QAnon-ის წარმომადგენლების აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპს Twitter-ზე წვდომა შეეზღუდო. მალევე, ყოფილ პრეზიდენტს წვდომა შეეზღუდა Youtube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზეც.

შეზღუდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან შექმნა საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social. წინა კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ტრამპი აპირებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლოს

მასკმა Twitter-ზე კონტროლი 44 მილიარდი დოლარის გარიგებით ოქტომბერში მოიპოვა. უკვე აღადგინა ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები. მასკის თქმით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვის შორის ბალანსის პოვნაა. 

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერდა მასკი.

მასკის გეგმების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები