რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

განცდა მაქვს, რომ ომი გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰეპეი (მარცხნივ) და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვოლოდიმირ გავრილოვი (მარჯვნივ)
MOD

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და გადამდგარი გენერლის, ვოლოდიმირ გავრილოვის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. 

"რეალისტები რომ ვიყოთ, ვფიქრობ, ჩვენ, როგორც სამხედრო ძალა იმ სცენარს უნდა მივყვეთ, რომელშიც გარკვეული დრო დაგვჭირდება რეზერვების შესაქმნელად. ამასთან, რუსეთი გააგრძელებს უამრავი ადამიანის გაგზავნას ფრონტის ხაზზე. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ომი გარკვეული დროით გაგრძელდება, მაგრამ განცდა მაქვს, რომ გაზაფხულის ბოლოს ეს ომი დასრულდება". – თქვა გავრილოვმა Fox News-თან ინტერვიუში.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ომის დასრულებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების სხვადასხვა შესაძლო სცენარზეც.

"იცით, რომ  არსებობს ფენომენი – შავი გედი, როცა მოულოდნელი მოვლენა ჩნდება, რომელსაც არავინ ელოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რუსეთი, შესაძლოა, შავი გედის წინაშე აღმოჩნდეს ქვეყნის შიგნით. ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ჩვენს წარმატებას ყირიმში.

ასევე არის სამხედრო ვარიანტიც. ძალებისა და რესურსების რაღაც კომბინაციით ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ყირიმში, მაგალითად, დეკემბრის ბოლოსთვის. შესაძლებელია, არ არის გამორიცხული". – თქვა მინისტრის მოადგილემ.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რა უნდა მოუხდეს რუსეთში, რაც შავი გედის გამოჩენის დამამტკიცებელი საბუთი იქნება, გავრილოვმა უპასუხა:

"პუტინი გაუჩინარდეს, მაგალითად, რაიმე ფიზიკური ან პოლიტიკური მიზეზის გამო, ვინმეს გამო მისი წრიდან".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსის, გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვის პროგნოზით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები 2022 წლის ზაფხულისთვის უნდ დასრულდეს.

კომენტარები