რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: უნგრეთი EU-ს გეგმას, დაეხმაროს უკრაინას €18 მილიარდით, მხარს არ დაუჭერს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Johanna Geron

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის გეგმას, რომელიც მომავალ წელს უკრაინის €18 მილიარდით დახმარებას მოიცავს, მხარს არ დაუჭერს.

ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ორბანმა აღნიშნა, რომ მართალია უნგრეთი რუსეთის აგრესიას გმობს და უკრაინელ ხალხს მხარს უჭერს, თუმცა მას არ სურს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ უკრაინა დააყენოს.

დახმარების გეგმა მომავალ წელს უკრაინისთვის €18 მილიარდი გამოყოფას მოიცავს. აღნიშნული თანხა მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკისა და ჯანდაცვის ინსტიტუტების ფუნქციორებას, ასევე ხელფასებისა და საპენსიო ბიუჯეტის დაფინანსებას. 

ორბანმა ევროკავშირს ალტერნატიული გეგმა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ალიანსის 27 წევრს თავად უნდა განესაზღვრათ, თუ რა თანხის გამოყოფა შეუძლიათ უკრაინისთვის. ორბანის აზრით, ამ პრინციპით განაწილებული ტვირთი იქნება პროპორციული და სამართლიანი.

თუკი უნგრეთი ევროკავშირის გეგმას მხარს არ დაუჭერს, სავარაუდოა, რომ გეგმა მთლიანად ჩაიშლება, ვინაიდან ალიანსში ბიუჯეტის წესის ცვლილებისთვის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო.

კომენტარები