რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის გაჭრა და ხორცის ჩატენა" – ლუკაშენკო Mcdonald's-ის გასვლაზე

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნიდან მაკდონალდსის გასვლა "გათავისუფლებაა", რადგან ახლა მსგავს პროდუქციას თავად ბელარუსი აწარმოებს. 

"ზოგიერთმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, შესაძლოა შუახნის ადამიანებმაც და, მოხუცებმაც კი, დაიწყო წუხილი, რომ მაკდონალდსი ტოვებს ქვეყანას და მე ჩემთვის ვფიქრობ, კარგია, გავთავისუფლდით, მადლობა ღმერთს. მაკდონალდსის ადგილი უნდა დაიკავონ ბელარუსელებმა, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სპეციალისტებმა, ჩვენმა საქონელმა. თუ ვინმეს სჭირდება ის, რასაც ეს მაკდონალდსი აკეთებს, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ. არ მითხრათ, რომ არ ვიცით ფუნთუშის შუაზე გაჭრა და მასში ხორცის, სალათის ფოთლისა და კარტოფილის ჩატენა". - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მაისში მაკდონალდსმა განაცხადა, რომ ტოვებს რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. მოგვიანებით, რუსული მაკდონალდსის რესტორნები რებრენდირებული იქნა რუსების მიერ, ახალი სახელწოდებით - "გემრიელია და წერტილი".

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ გემრიელია და წერტილი შეთანხმება დადო იმ კომპანიასთან, რომელიც მაკდონალდსების ქსელებს მართავს ბელარუსში და ახლა ყველა მათგანი რებრენდირებული იქნება, როგორც გემრიელია და წერტილი.

კომენტარები