დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები საზოგადოებასთან ერთად ქართული ოცნების ხელისუფლებამ განახორციელა. ვინაიდან, მხოლოდ ამ 2-3 წლის განმავლობაში პარლამენტში პრემიერმინისტრისა და მინისტრების ვიზიტების რაოდენობა ჯამში ყველას აღემატება, რაც კი წინა 20-25 წლის განმავლობაში აქ პოლიტიკურ დებატებზე პრემიერმინისტრები, მინისტრები ან პრეზიდენტები ყოფილან. ეს არის ის კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის მოდელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა და მხოლოდ ჩვენი პარტიის მმართველობის პირობებში, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ეს არის ის რეგლამენტი და საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ და რომელსაც, სამწუხაროდ, თავის დროზე ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. თუმცა, ისიც კარგია, რომ დღეს უკვე ამ საჯარო სიკეთეებსა და დემოკრატიულ პლატფორმას, რომელიც აქ ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით, ოპოზიციაც იყენებს. ჩვენ ის რეფორმები განვახორციელეთ, რომელზეც ყველა წინა პოლიტიკური თაობა და ოპოზიცია ოცნებობდა. რომელსაც ბევრი ხელისუფლება ხალხს ჰპირდებოდა, თუმცა, ამის რეალურად გაკეთება მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო.
ქართული ოცნება
თალაკვაძე: ბოლო 20 წელში, საქართველოში რეალური დემოკრატიული რეფორმები ჩვენ განვახორციელეთ
tbl.ge/66v4
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




