საქართველოს კინოთეატრები

17 ნოემბერს CAVEA-ში სამი ახალი ფილმი გამოვა

Befunky

17 ნოემბერს კინოთეატრების ქსელ Cavea-ში სამი ახალი ფილმი გამოვა: She Said, Prey for the Devil, The Menu.

She Said

ფილმს საფუძვლად უდევს გამოცემა New York Times-ის გამოძიება. მთავარი გმირები, ჟურნალისტები ჯოდი კენტორი და მეგან ტუოჰი ჰარვი ვაინშტაინის სექსუალურ დანაშაულებებს იძიებენ. მთავარ გმირებს ახალ სურათში კერი მალიგანი და ზოი კაზანი ასახიერებენ. 

Prey for the Devil

კინოსტუდია Lionsgate-ის ახალი საშინელებათა ჟანრის ფილმი. მთავარი გმირი მონაზონია, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის ხელშეწყობით ეგზორციზმის რიტუალს ასწავლიან. ფილმის რეჟისორია დანიელ შტამი, რომელმაც იგივე თემაზე 2010 წელს ჰორორი Last Exorcism გადაიღო.

The Menu

სატელევიზიო სერიალების Succession და Shamelss რეჟისორის, მარკ მაილოდის შავი კომედიის მთავარი გმირი სახელგანთქმული მზარეულია. მას ცივილიზაციისგან მოშორებით კუნძული აქვს, სადაც მოხვედრა მხოლოდ პრივილეგირებულ და შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ. ფილმში მთავარ როლებს რალფ ფაინსი, ანია ტეილორ-ჯოი და ნიკოლას ჰოლტი ასრულებენ.

ნოემბრის სხვა მნიშვნელოვან პრემიერებს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები