ქართული ოცნება

წულუკიანი ენმ-ზე: ვფიქრობ, ჩვენ ვესწრებით საბოლოო დასასრულს ამ პოლიტიკური ძალის

აღარ არსებობს ის, რასაც ისინი თავადვე უწოდებდნენ, ხერხემალი, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი გამოვიდა საპატიმროდან, მისი პოლიტიკური რესურსი, მიუხედავად მათი მოლოდინებისა, ყველა ვხედავთ, რომ არის ნული ან კიდევ ნაკლები.

აღარ არსებობს ლიდერი, რომელიც არის არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამნაშავედ ცნობილი და იხდის სასჯელს, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს. რაც შეეხება ჭკუას, ის არის საზღვარგარეთ, ვგულისხმობ ადეიშვილს. ამიტომ, მათ არ ემუქრებათ რაიმე ტიპის წინსვლა და წარმატება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვესწრებით საბოლოო დასასრულს ამ პოლიტიკური ძალის.

ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები