ოლსტერის ინსტიტუტის მკვლევრების რიჩარდ ლინისა და დევიდ ბეკერის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საშუალო ინტელექტი იაპონელებს აქვთ, მათ ტაივანისა და სინგაპურის მაცხოვრებლები მცირე განსხვავებით მოსდევენ. საქართველო კი 199 ქვეყნიდან 85-ე ადგილს, 84.5 ქულით, იკავებს.
ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) ადამიანის ინტელექტის საზომია - მსურველები სპეციალური, სტანდარტიზებული ტესტით საკუთარი ინტელექტის დონეს აფასებენ. რაც უფრო მაღალია IQ-ს ქულა, მით უფრო მაღალი ინტელექტის მქონედ ითვლება ინდივიდი.
გთავაზობთ, რეიტინგის პირველ ათეულს:
- იაპონია - 106.49
- ტაივანი - 106.47
- სინგაპური - 105.89
- ჰონკ კონგი - 105.37
- ჩინეთი - 104.10
- სამხრეთ კორეა - 102.35
- ბელარუსი - 101.60
- ფინეთი - 101.20
- ლიხტენშტაინი - 101.07
- ნიდერლანდები და გერმანია - ერთი და იმავე მაჩვენებლით,100.74-ით
უნდა აღინიშნოს, რომ ლინის კვლევები, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველია, მნიშვნელოვან დებატებს იწვევს. ზოგიერთი მკვლევარი კამათობს იმ ტექნიკაზე, რომელსაც ლინი მაჩვენებლის გამოსათვლელად იყენებს.
ხშირად IQ კონკრეტულ დაგროვებულ ცოდნასთან ან განათლებასთან შეცდომით არის გაიგივებული, ეს სინამდვილეში შესრულების უნარია, სხვა სიტყვებით, გაგების, შეკავშირების და სწავლის უნარი.
IQ შემოსავლებთან და საგანმანათლებლო ხარჯებთან მიმართებით
როგორც ჩანს, არსებობს კორელაცია IQ-სა და შემოსავლის დონეს შორის. მართალია, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებთან ერთად ინაწილებენ პირველ ათეულს. თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ მაღალი განათლების ხარჯები, თითქმის ყოველთვის ჰყავთ ინტელექტუალური მოსახლეობა.
აქვე, გასათვალისწინებელია, რომ პირველ რეიტინგის პირველ 30 ქვეყანაში დაბალი ან საშუალო განათლების ხარჯების ქვეყნებსაც ვხვდებით.
რეიტინგის სათავეს აზიური ქვეყნები იკავებენ, რასაც მეცნიერთა ნაწილი ადგილობრივ ტრადიციას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც ოჯახთა უმეტესობა შვილების განათლებაში უზარმაზარ ინვესტიციას დებს.
უკრავშირდება თუ არა ინტელექტი კლიმატს?
1991 წლიდან ვარაუდობენ, რომ თაობების ცვლასთან ერთად მაღალი ტემპერატურა IQ-ზე გავლენას ახდენს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ცხელ ქვეყნებში ცხოვრება მოითხოვდა უფრო მაღალ ფიზიკურ მომზადებას და იწვევდა უფრო მაღალ სოციალურ მოთხოვნებს. რიჩარდ ლინი, ჩრდილოეთ ირლანდიის ოლსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ვარაუდობს, რომ ცივი ტემპერატურა ზრდის ტვინის მოცულობას. მაგრამ არის თუ არა დაკავშირებული ტვინის ზომა ინტელექტთან, საკამათოა.
ზოგადად, ცხელი ტემპერატურა ითვლება ინტელექტის განვითარების შემაფერხებლად, რადგან სიცხე, მკლევართა ნაწილის აზრით, დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს და, ამასთანავე, სტრესს იწვევს.





