რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ოლქში მანქანის ნაღმზე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის, 11 წლის ბიჭი

ხერსონის ოლქში, სოფელ ნოვორაისკისთან მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად ოჯახის ყველა წევრი, 4 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის არის 11 წლის ბიჭიც. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე ავრცელებს. 

"რუსმა ტერორისტებმა მრავალი ნაღმი დატოვეს. გთხოვთ, რომ იყოთ ფრთხილად, თავი აარიდეთ მგზავრობას იმ მარშრუტებით, რომლებიც ჯერ არ შეუმოწმებიათ სპეციალისტებს". - წერს ის. 

ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ დასახლებებში ნაღმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენერალური შტაბიც  - მათი ცნობით, ოკუპანტების მიერ დატოვებული ნაღმების აფეთქების მაღალი რისკი არსებობს. დასახლებებში სპეციალისტები აგრძელებენ მუშაობას. 

კომენტარები