ენმ

მელია: კოლეგებმა ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს, როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვთ

დეტალების თაობაზე, თუ როგორ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების ჩართულობით, ვინც დღეს ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთა ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს შორსმიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ.

მაგრამ პირველ რიგში, მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად, ეს უნდა იყოს ორგანიზებული, მრავალი ათასი ნაციონალური მოძრაობის და ათი ათასობით ამომრჩეველი უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც გვეყოლება კონკურენტი და იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნეა, მხოლოდ მივესალმები, ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის პირისპირ და მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის განვითარებას და ქვეყნის განვითარებას.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თანაპარტიელების ბრიფინგს, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

კომენტარები