დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ჩემმა კოლეგებმა გამართეს, არაფერი ახალი არ თქმულა, არაფერი ახალი არ მომისმენია. დღეს გამართულ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა თავად განცხადების ფორმისა, რა ფორმითაც განცხადება გაკეთდა, განსაკუთრებით მაშინ,როცა პარტიაში ყოველდღიური, ინტენსიური შიდაპარტიული მსჯელობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მთელ რიგზე საკითხებზე ერთიანი, კონსოლიდირებული პარტიული პოზიციების ჩამოსაყალიბებლად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო საზოგადოების და განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების ინფორმირება. თუ რა გახდა რეალური მიზეზები და მიზანი ამ საკიტხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰფენს ნათელს
tbl.ge/66k7
დაკოპირდა

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თანაპარტიელების ბრიფინგს, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
ამავე თემაზე
- ლიზა იასკო: ალბათ, ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება
- ხაბეიშვილი: მიშა, იქამდე არ გავჩერდებით, სანამ შენი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი არ იქნება
- ხაბეიშვილი: ენმ იქნება ღია ახალი ადამიანებისთვის – ძველი თუ ახალი თანამებრძოლებისთვის
- ხაბეიშვილი: არ ვაპირებთ ზეიმს, იწყება პროცესი, რომელიც ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს
- ხაბეიშვილი: ამ არჩევნებით ენმ-მ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია