ენმ

წითლიძე თანაპარტიელებზე: ტრაგიკულ პროცესთან საქმე არ გვაქვს, ვწუხვარ, რომ ეს ფორმა აირჩიეს

შეიძლება, ამ ყველაფერმა დატოვოს შთაბეჭდილება, რომ პარტიაში რაღაც უბედურება ხდება. 10 წლის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან ბევრი რამე გამოიარა. ამ 10 წლის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ყველაფერი გადალახა, გაიზარდა და კიდევ უფრო გაძლიერდა. ამიტომ, რაღაც ტრაგიკულ პროცესთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს. აზრთა სხვადასხვაობა მთელ რიგ საკითხებზე ნაციონალურ მოძრაობაში იყო ყოველთვის და იქნება. 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, არ ვიცოდით ნამდვილად და პარტიის შიდა საქმეებზე საჯაროდ გამოხატვის ასეთ ფორმას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ვთვლი, რომ ეს არის არასწორი, მაშინ, როდესაც პარტიაში დისკუსია არჩევნებთან დაკავშირებით იყო გახნილი და ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა ამაზე ვმსჯელობთ. დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო შეხვედრა, შესაბამისად, არ ვიცი, რა არგუმენტი აქვთ ამასთან დაკავშრებით, მაგრამ ვწუხვარ, რომ ეს ფორმა აირჩიეს. თუმცა, ეს პროცესი იქნება ის, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას და გამოიყვანს გამარჯვებულს.

ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე თანაპარტიელების ბრიფინგს, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 

კომენტარები