ტურიზმი

ქვრივიშვილი: EASYJET-თან გვაქვს მოლაპარაკება, რომ გვქონდეს ლონდონი-თბილისის პირდაპირი რეისი

გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა გამოვყოფდი Easyjet-ს, რომელთანაც გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება, რომ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ლონდონსა და თბილისს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ბრიტანეთი და პირდაპირი რეისების არსებობა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას.

ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. ის ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იმყოფება.

კომენტარები