ლარის კურსი

დოლარის და ევროს ოფიციალური კურსი 2.7366 ლარია – 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.62 თეთრით. 8 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7366 ლარია, ერთი ევროსი კი -2.7366 ლარი. ოფიციალური კურსით დოლარი და ევროს ღირებულება ერთი და იგივეა. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.78 ლარია, ხოლო ევროსი - 2.80 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის და ევროს შეძენა 2.75 ლარად შეგიძლიათ.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები