ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს სასამართლოში უჩივის

Page Six

ჯენიფერ ენისტონმა ყოფილ ქმარს, ბრედ პიტს სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება ერთობლივ ბიზნესს, რომელიც პიტმა ენისტონის ნებართვის გარეშე გაყიდა.

2 000-იანი წლების დასაწყისში მსახიობებმა ერთობლივი ძალებით კომპანია Plan B შექმნეს, რომელიც ფილმების, სერიალების და სხვა პროექტების წარმოებაში იყო ჩართული. განქორწინების შემდეგ კომპანიის სადავეები ბრედ პიტის ხელში გადავიდა.

კომპანიის გაყიდვის შემდეგ ენისტონმა გადაწყვიტა, სასამართლოს მიმართოს, მსახიობი კომპენსაციის სახით 100 მილიონ დოლარს ითხოვს.

"ის იყო თანაავტორი და თანადამფუძნებელი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახლა ბრედის საკუთრებაშია, Plan B წყვილმა 0-დან ერთად ააშენა". – ამბობს ენისტონის წარმომადგენელი.

პიტმა და ენისტონმა ურთიერთობა 1998 წელს დაიწყეს, 2000 წელს წყვილი დაქორწინდა, მათი ქორწინება 5 წელი გაგრძელდა. 

კომენტარები