ნიკა გვარამიას საქმე

მათიკაშვილი: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებს, ეს მართლმსაჯულებაში ჩარევა იქნება

ამ ქვეყანაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. პრეზიდენტს საკუთარი დისკრეცია გააჩნია და მის გამოყენებაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა, გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, ესა თუ ის ნაბიჯი რამდენად მართებული იყო. თუკი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, ადგილი ექნება მისი დისკრეციული უფლების უხეშად გამოყენებასა და მართლმსაჯულებაში ჩარევას, რასაც მართებულად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციის ნაწილი აპირებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ერთობლივად მიმართოს. ზურაბიშვილისგან გვარამიას შეწყალებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც მოითხოვს.

კომენტარები