ნიკა გვარამიას საქმე

ზარქუა გვარამიაზე: სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კანონებით იმართება და დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია ჟურნალისტობა ან დეპუტატობა არ და ვერ გახდება [...] ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია. თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა - ეს იყო ტელეკომპანია იმედის დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ, საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია. მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ შუაშია, დეპუტატი ვიქნები თუ ჟურნალისტი იქნებით. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები