ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – პირველი ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.66 თეთრით გამყარდა. პირველი ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7676 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7491 ლარი. დოლარი ევროზე 1.7 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ღირებულება 2.81 ლარია. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.77 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.76 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები