ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.34 თეთრით გამყარდა. 31 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7754 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7557 ლარი. დოლარი ევროზე 2 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.82 ლარია, ხოლო ევროსი - 2.81 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.78 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.76 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები