ინდოეთის დასავლეთით, გუჯარატში საცალფეხო ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდზე 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სახელმწიფო უწყებების ცნობით, მათგან 80-ზე მეტი უკვე გადარჩენილია.
ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ხიდი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაიხსნა.
230 მეტრი სიგრძის ხიდი მე-19 საუკუნეში აშენდა. ადგილობრივებისთვის ცნობილია როგორც Julto Pool - პოპულარული ტურისტული ადგილია ამ მხარეში.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორც ცდილობენ ნაპირზე მყოფი ადამიანები დაზარალებულთა დახმარებას.





