ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დეკანოიძე: ენმ-ს სურვილია, რომ სხვა პატარა პარტიებმა მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ

საერთო სიის ან სხვა ტექნიკური შერწყმის იდეა ჩვენს პარტიაში არ განიხილება. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სურვილი და მიზანია, სხვა პატარა პარტიებმა გაცილებით უფრო მეტი იმუშაონ და მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ [...] კოორდინაცია, ერთიანობა, ერთიანი იდეა, პროტესტის დროს ერთიანი გამოსვლა და არჩევნების მოპოვება, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან მართებულად და სწორად მიგვაჩნია. სხვა ფორმალიზებულ საკითხზე, ჯერჯერობით ლაპარაკი არ ყოფილა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ენმ 2024 წლის არჩევნებისთვის სხვა პარტიებთან გაერთიანებას.

კომენტარები