კომპიუტერული დანაშაული

შსს: 5 პირი დავაკავეთ, მათ სხვისი ანგარიშებიდან თანხა თავიანთ ანგარიშებზე გადაირიცხეს (VIDEO)

სამართალდამცველებმა 4 პირი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობისთვის დააკავეს. 1971 წელს დაბადებულ მ.ი-ს,1984 წელს დაბადებულ ლ.ჭ-ს, 1983 წელს დაბადებულ მ.გ-ს და 2002 წელს დაბადებულ ს.გ-ს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხები საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა" - აცხადებს შსს.

ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები