ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.58 თეთრით გაუფასურდა. 27 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7840 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7932 ლარი. ევრო დოლარზე 0.9 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.82 ლარია, ხოლო ევროსი - 2.84 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის და ევროს შეძენა 2.79 ლარად შეგიძლიათ.

ბოლო ოთხი დღეა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები