ჯორჯ მარტინი

ჯორჯ მარტინი: ვისურვებდი, მყავდეს დრაკონი, რომლითაც კრემლისკენ გავფრინდებოდი

WTTW News

სამეფო კარის თამაშების ავტორი ჯორჯ რ.რ. მარტინი სტივენ კოლბერტის შოუს ეწვია. ვრცელ ინტერვიუში მწერალმა ვლადიმირ პუტინზე და ბირთვული ომის საშიშროებაზეც ილაპარაკა.

"რა უნდა ვქნათ, თუ პუტინი მართლა გამოიყენებს ბირთვულ ბომბებს? ვისურვებდი, დრაკონი მყავდეს, რომლითაც კრემლისკენ გავფრინდებოდი". – ამბობს მწერალი.

ჯორჯ რ.რ. მარტინი ამერიკელი მწერალია. მისი ყველაზე ცნობილი წიგნების სერიაა A Song of Ice and Fire, რომლის მიხედვითაც გადაღებულია სერიალი Game of Thrones. 2005 წელს გამოცემა Time-მა მარტინს ამერიკელი ტოლკინი უწოდა. მარტინი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ფენტეზი მწერალია. 

კომენტარები