რუსი ჯაშუშები

ნორვეგიის პოლიციამ ეჭვმიტანილი რუსი აგენტი დააკავა

ნორვეგიაში რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი დააკავეს

ნორვეგიაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს, რომელიც ტრომსის არქტიკის უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა. ინფორმაციას ნორვეგიის რადიო NRK ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი 30-დან 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც ნორვეგიაში 2021 წლის შემოდგომაზე ჩავიდა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეისწავლიდა. 

შიდა უსაფრთხოების სამსახური PST-ი მიიჩნევს, რომ რუსი ეროვნების მოქალაქე ნორვეგიაში მივლინებით ყალბი ბრაზილიური დოკუმენტებით გაგზავნეს.

"ნორვეგიის შიდა უსაფრთხოების სამსახური შიშობს, რომ მამაკაცს შეეძლო გაეჩინა მეგობრები და მიეღო ინფორმაციები ნორვეგიის პოლიტიკაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები შესაძლოა, უსაფრთხოებისთვის საშიში არ იყოს, შესაძლოა, რუსეთმა ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს". -თქვა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ჰედვიგო მოემ.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი კვირის ვადით არის დაკავებული. ამ დროის განმავლობაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნიდან მისი დეპორტაციის საკითხი. 

კომენტარები