რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუნაკი: პუტინის ომმა ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია გამოიწვია

Kirsty Wigglesworth/AP/File

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აღნიშნა, რომ პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია განაპირობა.

სწორია იმის ახსნა, თუ რატომ ვდგავარ აქ, როგორც თქვენი ახალი პრემიერმინისტრი. ამჟამად ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია განაპირობა.

ამ მთავრობის დღის წესრიგის მიზანია ეკონომიკურ სტაბილურობა და ნდობა. ეს ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თქვენ იცით კოვიდის დროს, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო ხალხისა და ბიზნესის დასაცავად". - თქვა რიში სუნაკმა.

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი იბრძოდა, თუმცა, დღეს, მორდონტმა კანდიდატურა უკან გაიწვია.

ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქმვა, რომ მან 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერა მოაგროვა, თუმცა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კენჭს არ იყრის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა 45-დღიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში წელს უკვე მეორედ, კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი აირჩიეს. 

კომენტარები