ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 1.45 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.53 თეთრით გაუფასურდა. 25 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7723 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7329 ლარი. დოლარი ევროზე 4 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.82 ლარია, ხოლო ევროსი - 2.81 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.78 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.77 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

კომენტარები