მურუსიძესთან დაკავშირებით გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გზავნილია ოცნების მხრიდან, გზავნილი პირველ რიგში მოქალაქეების მიმართ, რომ ჩვენ ქვეყანას ოცნების პირობებში არ აქვს არანაირი ევროპული პერსპექტივა. მე დღეს არ მივმართავ ქართულ ოცნებას, არანაირი ილუზია, რომ ოცნების პირობებში ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა არ არსებობს. მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო, რომელიც სამარცხვინოდ იქცეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაიმე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მივმართავ ჩვენ საზოგადოებას, ოპოზიციას, ყველა მოქალაქეს, რომლის კისერზეცაა ჩვენი ევროპული მომავალი, ქართულ ოცნებას არ ეკუთვნის ჩვენი სახელმწიფო, ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ აქტიურობაზეა დავთმობთ თუ არა ამ მომავალს. შესაბამისად, არ უნდა შევხვდეთ გულგრილობით მსგავს მტკივნეულ გადაწყვეტილებებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ხოშტარია მურუსიძე-გვრიტიშვილზე: ოცნების პირობებში არანაირი ევროპული პერსპექტივა არ გვაქვს
tbl.ge/660r
დაკოპირდა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილის და ლევან მურუსიძე 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა
ელენე ხოშტარიადროალევან მურუსიძედიმიტრი გვრიტიშვილისასამართლო სისტემასასამართლო კლანიიუსტიციის უმაღლესი საბჭო
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს




