სანქციები

ბოკერია: სანქცირება ავტომატურად არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პრობლემის გადაწყვეტას

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არამარტო პოლიტიკოსისთვის საერთაშორისო ასპარაზზე შევიწროება ივანიშვილის ყოველთვის მისასალმებელი ამბავია, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, როგორიც უკრაინაა. მე მაწუხებს სხვა რამე და მგონია, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორიც ივანიშვილია საბოლოოდ ცხვირს წაიტეხენ თავისუფალ სამყაროსთან ბრძოლით, ამა თუ იმ ფორმით.

მაგრამ მე ძალიან მაწუხებს თვეების განმავლობაში განფენილი მოლოდინი სანქციების, რომელიც სრული პატივისცემით, მაგრამ ქართულ ოპოზიციურ მედიაშიც დომინირებს და პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილშიც. ეს მგონია გაგრძელება ამ მცდარი მოლოდინების, რომ სადღაც სხვაგან წყდება ჩვენი ბედი, რომ მნიშვნელოვანწილად სხვაგან წყდება, ამაში არის გამოსავალი და რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გამარჯვების ყიჟინა დასცა, გამოაცხადა, რომ აი, ესეთ ბრძოლას აქვს აზრი და საზოგადოებაშიც ბევრ ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს ჰქონდა ეს რეაქცია და მგონია, რომ ეს რეაქცია ბევრი იმედგაცრუების შემდეგ სადღაც რომ წარმატების დანახვა გინდა და ეს ყოველთვის თავის მოტყუებაა. ჩვენ არ ვიცით, როდის მოყვება თავისუფალი სამყაროს დიდი მოთამაშეების მხრიდან სანქციები ივანიშვილის ან მისი გარემოცვის მიმართ, იმიტომ რომ ყველას ხომ გვესმის, რომ უკრაინის სანქციების არ არის საბედისწერო პრეობლემა ფინანსურადაც ოლიგარქებისთვის, შტატები და ევროპა არის ის სივრცე, სადაც დიდ ტკივილს აყენებს.

მაგალითად, იანუკოვიჩის სანქცირება არ მომხდარა, ისე მოხდა მისი შეცვლა მაიდნის მეშვეობით და ამიტომ, ბევრი გარემოება საგარეო პოლიტიკაში არის ისეთი, რომ თავისუფალ სამყაროს კალკულაციებს აკეთებინებს ხოლმე, რომლებსაც ვერ გათვლი - ამაზე ფსონი არ უნდა დადო. იმ ნაწილშიც, რომ ეს დაგეხმარება, არათუ იმ ნაწილში, რომ საზოგადოებას უთხრა, რომ მე ახლა ვიბრძვი, რათა იქ სანქციები მოხდეს და ამით, გინდა, არ გინდა გზავნილია, რომ იქ არის მთავარი მოედანი, ეს ასე არ არის. სანქცირება ავტომატურად არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პრობლემის გადაწყვეტას - ლუკაშენკო სანქცირებულია ათასგზის. ორივენაირი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: იანუკოვიჩი, რომელიც არ ყოფილა სანქცირებული, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშნით ეკუთვნოდა, თითქოს და ლუკაშენკო, რომელიც სანქცირებულია სწორად.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

20 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავები და ახლობლებიც შედიან. 

კომენტარები