იტალია

ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა

იტალიის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელის ცნობით, ჯორჯია მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა და შედეგად, იგი ქვეყნის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა.

"ჯორჯია მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ მას შემდეგ, რაც მელონიმ კონსულტაციები გამართა პრეზიდენტ, სერჯო მატარელასთან.

ახალი მთავრობა ოფიციალურად ფიცს ხვალ, 22 ოქტომბერს დილით დადებს, მომავალ კვირას კი პარლამენტის ორივე პალატა კენჭისყრის გზით ნდობას გამოუცხადებს.

მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის ფორცა იტალია და მატეო სალვინის ლეგა. პარტია იტალიის ძმების წარმომადგენელი ჯორჯია მელონი 25 სექტემბერს გამართულ არჩევნებში კონსერვატიული პარტიების ალიანსს ხელმძღვანელობდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის შექმნის პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე იტალიის პოლიტიკას ტრადიციას ახასიათებს, აღსანიშნავია, იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს, სილვიო ბერლუსკონსა და მელონის შორის უთახნხმოება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

კვირის დასაწყისში მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ახალი მთავრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, იქნება NATO-სა და ევროკავშირის ძლიერი მხარდამჭერი.

"ჩვენი მთავრობის პირობებში, იტალია არასდროს იქნება დასავლეთისთვის სუსტი რგოლი". - აღნიშნა მელონიმ. 

კომენტარები