რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ მზადაა, ირანს რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო სანქციები დაუწესოს

ირანული შაჰედის ტიპის დრონი

აშშ გამოთქვამს მზადყოფნას, ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესოს. 

19 ოქტომბერს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილეს თეირანის მიერ მოსკოვისთვის დრონების გადაცემა, რომელთაც რუსეთი უკრაინაში იყენებს. მხარეებმა ეს ქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს 2 231-ე რეზოლუციის დარღვევად შეაფასეს.

აშშ-ს ცნობით, ირანის უარყოფის მიუხედავად, აქვთ უტყუარი სამხილები, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს. 

რუსეთისთვის ირანის მიერ დრონების მიწოდების ბრალდებას დეზინფორმაცია უწოდა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ. 

აქამდე გაეროს მიმართა უკრაინამ, რომ გამეძიებინათ უკრაინაში რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენება.

ირანისთვის დრონებთან დაკავშირებული სანქციების დაწესებას განიხილავენ ევროკავშირშიც.

კომენტარები