ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.18 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.95 თეთრით გაუფასურდა. 18 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.7627 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7141 ლარი. დოლარი ევროზე 5 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.80 ლარია, ხოლო ევროსი - 2.78 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.77 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.73 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები