რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებაზე: დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობას

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თამჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარების საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას ელოდებიან. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საურისას თქვა.

"ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ასეთ პირობებში, ჩვენი მხრიდან ამ საკითხის ინიცირება არ იქნება სწორი. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ვნახოთ, იმის მერე შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯერჯერობით, ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, მიზეზი რეზოლუციაში გაჩენილი ჩანაწერია, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს.

13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციის სახელწოდებაა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია". დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის აგრესია უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

კომენტარები