ოლეგ დერიპასკა

რუსი ოლიგარქის, დერიპასკას დახმარებისთვის ბრიტანელი ბიზნესმენი დააკავეს

Reuters

ბრიტანელი ბიზნესმენი, გრეჰემ ბონემ კარტერი შეერთებული შტატების მოთხოვნით ლონდონში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუს მილიარდერს, ოლეგ დერიპასკას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.

განცხადების მიხედვით, ბონემ კარტერი დერიპასკას ქონებას აშშ-ს კანონებისა და სანქციების დარღვევით მართავდა. ამასთან ერთად, ის მუშაობდა კომპანიებში, რომლებსაც მილიარდერი 2003 წლიდან აკონტროლებდა, ასევე იყო დერიპასკას ლონდონის ცენტრში მდებარე სახლის მმართველი. ამასთან, ბრალდებული მალავდა დაფინანსების წყაროებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ვაშინგტონმა დერიპასკას სანქციები 2018 წელს დაუწესა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ატარებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ფლობს და ათეთრებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აქტივებს. გარდა ამისა, იგი ეჭვმიტანილი იყო ამერიკის არჩევნებში ჩარევაში.

კომენტარები