ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.6 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.19 თეთრით. 11 ოქტომბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7920 ლარია, ერთი ევროსი კი -  2.7105 ლარი. დოლარი ევროზე 8.1 თეთრით ძვირი ღირს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.83 ლარია, ხოლო ევროსი - 2.77 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.80 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.72 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

კომენტარები