რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულებამ 5 ნაბიჯი დაასახელა, რაც მსოფლიომ ზაპოროჟიეზე თავდასხმის პასუხად უნდა გადადგას

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის ზაპოროჟიეზე თავდასხმის პასუხად საერთაშორისო საზოგადოებას 5 ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა

კულებას ცნობით, გასულ დღეს რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბნებზე 20-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 60, მათ შორის 6 ბავშვი.

"დარტყმის სამიზნეებს არ ჰქონდათ სამხედრო მიზნები. რუსეთის მიზანი მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობაში სიკვდილის, ნგრევის, ტერორისა და შიშის დათესვა იყო. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა ომის დანაშაულია", - ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. 

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ის საერთაშორისო საზოგადოებას შემდეგი 5 მოქმედების განხორცილებისკენ მოუწოდებს:

  • უპირველეს ყოვლისა, კულება მოუწოდებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურასა და იმ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებს იძიებენ, რომ სასწრაფოდ გამოგზავნონ გამომძიებლები და ექსპერტები დანაშაულის ადგილზე, რათა მოიძიონ საჭირო მტკიცებულებები და, საბოლოოდ, დამნაშავეები დაისაჯონ.
  • როგორც მეორე ნაბიჯი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მოუწოდა აშშ-ს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ხოლო სხვა ქვეყნებმა კი მას ტერორისტულ სახელმწიფო უწოდონ.
  • გარდა ამისა, კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მკაცრად დაგმოს რუსეთი ზაპორიჟიაზე არადამიანური თავდასხმა და ამასთანავე, გაზარდოს სანქციების ზეწოლა.
  • კულებამ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, გერმანიას, ნორვეგიას და საფრანგეთს, მოუწოდა, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვა და თავდაცვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები.
  • როგორც მეხუთე ნაბიჯი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც ინარჩუნებენ ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ, დაუყოვნებლივ გაგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები ზაპორიჟიეში, "სადაც შეძლებენ ღამის გათევას საცხოვრებელ ადგილებში და იგრძნობენ ყველაფერს, რაც მათი ნეიტრალიტეტითაა შენიღბული".

8 ოქტომბერს გვიან ღამით რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა 9-სართულიანი შენობა და 5 სხვა საცხოვრებელი კურპუსი.

კომენტარები