რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12, დაშავდა ათობით ადამიანი – უკრაინა

REUTERS/Stringer

ზაპოროჟიეს რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდ სტარუხის ცნობით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 49, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სტარუხის თქმით, გუშინ,  8 ოქტომბერს გვიან ღამით 12 რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა 9-სართულიანი შენობა და 5 სხვა საცხოვრებელი კურპუსი.

"ნანგრევების ქვეშ შეიძლება მეტი ადამიანი იყოს", - თქვა სტარუხმა Telegram-ზე.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სამაშველო ჯგუფმა უკვე რვა ადამიანის გადარჩენა მოახერხა.

მანამდე, ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანატოლი კურტევმა თქვა, რომ სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები