ჩვენ პასუხისმგებლობას იმაზე ვიღებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის არცერთი უფლება დარღვეული არ არის. მათ შორის, ეს თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომაც. თუ სადმე მისი უფლება დაირღვა, უკრაინაში თმით რომ ათრიეს, გახსოვთ, ხო? სახურავზე რომ დარბოდა და თმით რომ ათრიეს. იქ შეიძლება, ეს საკითხი დადგეს. იქაც არ ვიცი, თუმცა, ვიზუალურად რაც ჩანს, ეს კითხვის ნიშნები არის. ჩვენთან კი არანაირი მსგავსი რამ არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილმა არყის ბოლო ჭიქა მიირთვა, ხინკალიც დააყოლა და დღეს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მას ყველა კვლევა უტარდება. არცერთი ექიმისგან არ მოგვისმენია, რომ მას არ აქვს იმის საშუალება, რომ მისი ჯანმრთელობის შესაბამისად მიიღოს სამედიცინო სერვისი. მოდით, რეალისტები ვიყოთ და სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ, რა უნდა სააკაშვილს? მას უნდა, ამ ტირილით, გოდებით თუ ემპათიური გრძნობებით, როგორმე ქვეყნიდან გააღწიოს.
მიხეილ სააკაშვილი
ღუდუშაური: სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, არყის ბოლო ჭიქაც დალია და ხინკალიც დააყოლა
tbl.ge/65in
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა Palitranews-ის ეთერში.
ქართული ოცნებაალუდა ღუდუშაურიმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის საქმემიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




