სამხრეთ კავკასია

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამმხრივი ფორმატის შექმნა მნიშვნელოვანია

ილჰამ ალიევი
trend.az

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამმხრივი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია. 

ამის შესახებ ალიევმა პრაღაში 6 ოქტომბერს გამართულ სამიტზე, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ფარგლებში, ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხის განხილვის დროს ისაუბრა.

"სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის განხილვის ერთიანი პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას, ანუ სამმაგ ფორმატს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ასევე შეიძლება განიხილონ ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და სხვა პრობლემური საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესში შედის". – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ თბილისი ყოველთვის მზადაა სამხრეთელმა მეზობლებმა დიალოგი საქართველოში აწარმოონ.

კომენტარები