უკრაინის სამხედრო ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ხერსონის ოლქში 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ აღნიშნა, რომ დეტალურად დაგეგმილი და ბრწყინვალედ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ოკუპაციისგან გათავისუფლებულია ბერისლავის რაიონის დასახლებული პუნქტები: ლუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტა-ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ-ბროდი და დიდი და პატარა ალექსანდროვკა. სარდლობის ინფორმაციით, ყველა ამ დასახლებულ პუნქტში აღმართულია უკრაინის სახელმწიფო დროშა.
პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთმა ლიმანში უკან დახევა აღიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.
რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს.





