საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია და ეკონომიკური ტენდენცია უმჯობესდება.

"ოპოზიციის მმართველობის დროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყო, დაახლოებით, 27 მილიარდი ლარი. 80 მილიარდია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ბოლო 2 წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს 30 მილიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ეს ფაქტია. თითქმის 80 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე შემიცრებულია, უმუშევრობა შემცირებულია და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება". – თქვა ირაკლი ღარიბაშილმა.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.

კომენტარები